ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღაზე ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდება
ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღაზე ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდება

მჭახე განცხადებები, თუ არ ჩავთვლით ოთარ კახიძეს და ანა დოლიძეს, სხვა პირების მხრიდან არ გაკეთებულა, რაც ნიშნავს , რომ შეხვედრა პროდუქტიულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება.

ანრი ოხანაშვილის თქმით, შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში რიგ სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.

„ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების საკითხი, სასამართლოს გადატვირთულობის საკითხის დახვეწა. ამ მიმართულებით ჩვენ გავატაროთ შესაბამისი რეგულაციები.

ზოგადადი პროგნოზი, თუ როგორ წარიმართა მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს სამუშაო, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები შედგა. ბოლო შეხვედრაზეც ბორჯომში მაქსიმალურად დავაახლოვეთ პოზიციები. არის მთელ რიგ საკითხებებზე კონსესუსი მიღწეული. რაც მთავარია, ეს პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ, შესაბამისი დაინტერესებული პირების ჩართულობით.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი შეხვედრა მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დავაახლოვოთ და შევაჯეროთ. შესაძლებელია, დარჩეს საკითხები, რომელებიც კიდევ საკომიტეტო მოსმენებზე დაზუსტდება. ეს შეხვედრები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს, პოზიციები დაახლოებულია და შესაბამისად, რაც მთავარია, პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალურად გამჭვირვალედ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.