ანრი ოხანაშვილი - მელია იქნება თუ ხაბეიშვილი, მოეშვან ბაქიბუქობას და მუქარის ტონს, ამ ტონის არავის ეშინია
მელია იქნება თუ ხაბეიშვილი, მოეშვან ბაქიბუქობას და მუქარის ტონს, მათი ამ ტონის არავის ეშინია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კანონს თუ გასცდებიან, კანონისმიერი პროპორციული რეაგირება იქნება ყოველ ჯერზე.
„მელია იქნება, ხებეიშვილი თუ სხვა, რაც უნდათ, გააკეთონ კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონის ფარგლებს გასცდებიან, თითოეული უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ამიტომ მოეშვან ამ ბაქიბუქობას და მუქარის ტონს. მათი ამ ტონის არავის ეშინია, ყველა იზრუნებს იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული. მათი უფლებების დაცვაც ჩვენი საზრუნავია. თუ კანონს გასცდებიან, კანონისმიერი პროპორციული რეაგირება იქნება ყოველ ჯერზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.