ანრი ოხანაშვილი - კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი განმტკიცდეს, დღეს ნაცვლად რედაქციული შენიშვნებისა, რადიკალური ოპოზიცია დგამდა მასკარადს
ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი განმტკიცდეს, ქვეყანაში შემოსული თანხა იყოს გამჭვირვალე, რა მიზნით შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზნებს ხმარდება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობას ჰქონდეს ალტერნატივა.
„ნაცვლად რედაქციული შენიშვნებისა, რადიკალური ოპოზიცია დგამდა მასკარადს. მათი რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. რედაქციული შენიშვნაც ვერ დასვეს. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს ქართული კანონი, რომლის მიზანია გამჭვირვალობა. თუ ახლა მაინც გამოიყენებენ ვეტოს პლატფორმას და რაიმე შინაარსობრივი კუთხით მსჯელობა სურთ, ჩვენ მზად ვართ. დისკუსიისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.