ანრი ოხანაშვილი - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, მელია, სააკაშვილი თუ გვარამია ერთი სუბიექტი არიან, მათი ინტერესია, „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში რადიკალური ინტერესების გასატარებლად
„გირჩი – მეტი თავისუფლება“, მელია, სააკაშვილი თუ გვარამია ერთი სუბიექტი არიან, თანაც ერთადერთი ინტერესით – „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში რადიკალური ინტერესების გასატარებლად, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ფასადურია, თითქოს ისინი ცალ-ცალკე სუბიექტები არიან, რადგან საერთო იდეოლოგია და ხედვა აქვთ.
„რაც უნდა სცადონ ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს სააკაშვილი, გვარამია, მელია და „გირჩი“ ცალკე სუბიექტები არიან, მთლიანობაში, ეს ყველაფერი ფასადურია. ესენი არიან ერთიანი რადიკალური ოპოზიცია. ველზე გამოდიან, თითქოს ცალ-ცალკე სუბიექტები არიან, მაგრამ არის ერთიანი რადიკალური ინტერესების გამტარებელი ჯგუფი, რომელთაც იდეოლოგიურად ღირებულებით ნაწილში ერთიანი ხედვა აქვთ, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად წარმოდგენილი არიან, თითქოს ცალ-ცალკე სუბიექტი არიან. „გირჩი“, მელია, სააკაშვილი თუ გვარამია ერთი სუბიექტი არიან და თან ერთადერთი ინტერესით – „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში რადიკალური ინტერესების გასატარებლად“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.