ანრი ოხანაშვილი - გიორგი მარგველაშვილი ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ პროპაგანდას კონკრეტულ საკითხებში, ეს ადასტურებს, რომ ის გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ არსი, სახე, ვინც არ უნდა გაერთიანდეს და გამოვიდეს იქიდან, რჩება უცვლელი – რადიკალიზაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი, დიდი ხანია, ეწევა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიზმს.
„მარგველაშვილი არის კლასიკური მაგალითი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის. შესაბამისად, ეს დადასტურებულია ასევე „ფარა“-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, სადაც მითითებულია, რომ ბატონი მარგველაშვილი ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ პროპაგანდას კონკრეტულ საკითხებში, ეს ადასტურებს, რომ ის გახლავთ აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.