ანრი ოხანაშვილი - გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა, შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა
გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, თუკი აქციების დაშლის დროს გადაამეტა ძალას, ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო.
„რაც შეეხება საკითხს, თითქოსდა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა დატოვის პოზიცია, ვიტყვი, რომ გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუ კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა ვინმემ გადაამეტა ძალას, ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო და რა თქმა უდნა, თითოეულ კონკრეტულ ფაქტს შესწავლის შედეგად უნდა მოყვეს რეაგირება. ეს არის სწორი პოზიცია და ასეც იქნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ინიციატივაც შეაფასა და აღნშნა, რომ ეს არის გუნდის გადაწყვეტილება.
„თქვენ მოისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის შესახებ. ეს არის გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.