ანრი ოხანაშვილი - ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, მმართველი გუნდის ხელწერა არის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ხელწერა არის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების ადასტურებენ.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. მმართველი გუნდის ხელწერა არის არჩევნების მშვიდობიანად, კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამ ხელწერას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასეა 2012 წლიდან.
თუკი ადგილი აქვს კერძო პირებს შორის რაიმე სახის დავას და ხდება კონკრეტული ინციდენტი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, თუმცა ამ ყველაფრის პოლიტიკურ სივრცეში გადატანა არის ცუდი. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანოს, ყველა შესაძლო ქმედებაზე მოახდინონ რეაგირება, რათა არავინ დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.