ანრი ოხანაშვილი - ერთია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნება-სურვილები და მეორეა, რას ითვალისწინებს კანონი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონის საფუძველზე იხდის
ანრი ოხანაშვილი - ერთია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნება-სურვილები და მეორეა, რას ითვალისწინებს კანონი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონის საფუძველზე იხდის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებულია, გარკვეულ საქმეებზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონის საფუძველზე იხდის. ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ოხანაშვილი ამბობს, რომ ერთია „ნაციონალური მოძრაობის“ ნება-სურვილები და მეორეა, რას ითვალისწინებს კანონი.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რა საქმეებზეც არის მჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმე, გირგვლიანის საქმე, 7 ნოემბრის საქმე. ეს ადამიანი ამ საქმეების გამო არის მსჯავრდებული და არის საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ერთია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნება-სურვილები და მეორეა, რა არის კანონით გათვალისწინებული. ამ საქმეებისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონის საფუძველზე იხდის და მიცემულია პასუხისგებაში. ეს საკითხი განსახილველია არა პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ სასამართლოში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაყენებელი საკითხია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.