ანრი ოხანაშვილი - ე.წ. ვეტინგის შემოღების საფუძველი არ არსებობს, ამ საკითხზე მსჯელობა დახურულად უნდა გამოვაცხადოთ
ანრი ოხანაშვილი - ე.წ. ვეტინგის შემოღების საფუძველი არ არსებობს, ამ საკითხზე მსჯელობა დახურულად უნდა გამოვაცხადოთ

ე.წ. ვეტინგის თემის დახურვის საფუძველია სასამართლო სისტემის დღეს არსებული მდგომარეობა, რომელიც გაზომვადია კონკრეტული ფაქტებითა და სტატისტიკით. როგორ ხდება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვიანობა ისტორიულად მინიმუმ მაჩვენებელზეა, თუ სასამართლო სისტემაში კორუფციაა და უფლებების შელახვას აქვს ადგილი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები სამართალს საკუთარ ქვეყანაში პოულობენ და სხვა საერთაშორისო მექანიზმი არ სჭირდებათ, რომ თავის უფლებაში აღდგნენ.

„როგორ ხდება, რომ სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური ნიშნით გაგზავნილ საქმეებზე ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა კანონის შესაბამისად მოქმედებდა? ფაქტები იმის საფუძველს ქმნის, რომ „ვეტინგის“ შემოღების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ამ საკითხზე მსჯელობა დახურულად უნდა გამოვაცხადოთ, – განაცხადა ოხანაშვილმა.