ანრი ოხანაშვილი - ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ვიცავთ
ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო.
„თუკი ვინმე რაღაც ზღვარს სცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში კონკრეტული საკითხები, მუქარა იქნება თუ ა.შ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება, მისი დაცვა და მეორეს მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ საზოგადოებაში ვინმემ სპეციალურად, მიზანმიმართულად, განზრახ, არ შექმნას ისეთი ტალღა, რომელიც გამოიწვევს მასობრივ უკმაყოფილებას. ჩვენი ამოცანაა ამ ბალანსის შენარჩუნება, თუმცა რა თქმა უნდა, თუკი ვინმე სცდება კანონის ფარგლებს, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.