ანრი ოხანაშვილი - ჩვენმა საზოგადოებამ დღეს ნახა სახელმწიფოს რეაქცია
ჩვენმა საზოგადოებამ დღეს ნახა სახელმწიფოს რეაქცია, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს.
მისი თქმით, როგორც კი საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები გაჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის სრული დაცვით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სწორედ ამის შესაბამისად იღებს საჭირო ზომებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.