ანრი ოხანაშვილი - ჩვენ შოუებისთვის და ცირკისთვის არ გვცალია, ველოდებით საგამოძიებო შედეგს და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ყველა სხვა საკითხზე
არ ვიცი სამადაშვილი საერთოდ რა ლეგიტიმაციით საუბრობს, რომელ პარტიას წარმოადგენს, რომ ასე თამამად შეუძლია ისაუბროს „ქართული ოცნების“ გუნდთან მიმართებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს.
„ვფიქრობ, ამ ხალხს ამოეწურა რესურსი საზოგადოებასთან საუბრის, არაფერი აქვთ შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის და ცდილობენ, შექმნან შოუ, ცირკი, რაც არაერთხელ უცდიათ. ჩვენ შოუებისთვის და ცირკისთვის არ გვცალია. ველოდებით საგამოძიებო შედეგს და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველა სხვა საკითხზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ გადადგეს, როგორც სუს-ის ხელმძღვანელი, ისე მთავრობის სრული შემადგენლობა.