ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვაქვს ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვაქვს ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია

ჩვენ გვაქვს ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუცია ქვეყნის წარსულსა და მომავალს განსაზღვრავს.

„საქართვლოს კონსტიტუციის დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს ქვეყნის, როგორც წარსულს და იმ პრინციპებს, რომელზეც იდგა ქართული სახელმწიფო, ასევე მომავალს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში.

„საქართველოს კონსტიტუციამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით თუ ზოგადად სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, ჩვენ გავაძლიერეთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს ძლიერი პარლამენტი, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაბალანსებული ინსტიტუტები და ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და საზოგადოებას კონსტიტუციის დღე მიულოცა.

კონსტიტუციის დღე პრეზიდენტის სასახლეში აღინიშნება.