ანრი ოხანაშვილი - ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია, ის პარტიის თავმჯდომარეა
კონკრეტულ სიას, რიგითობას, ნუმერაციას, ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, დაანონსებული გვაქვს, რომ ეტაპობრივად მოხდება წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატების, პროპორციული სიის, რიგითობის და ა.შ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს, ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს პოლიტსაბჭოს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველთვის სამაგალითოა. რაც შეეხება კონკრეტულ სიას, რიგითობას, ნუმერაციას, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ, გაიგებთ შესაბამის დროს ისე, რომ თქვენი ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული. დაანონსებული გვაქვს, რომ ეტაპობრივად მოხდება წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატების, პროპორციული სიის, რიგითობის და ა.შ. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ამ პოზიციით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.