ანრი ოხანაშვილი - ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენმა გადაიკითხონ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენის მხრიდან უხეში და უსამართლო განცხადება მოისმინეს, რაც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოხანაშვილმა განუცხადა, ევროპარლამენტარები არ იცნობენ ან იმ სისტემური დანაშაულების ჩამონათვალს, რომელიც ფაქტებით ხელის გულზე დევს, ან სტრაბსუეგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ან მიზანმიმართულად აკეთებენ ისეთ განცხადებას, რაც ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს გადაყვეტილებას და ქართველი ხალხის ინტერესებს.
„თუ ამ ადამიანებს ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მეგობრობა სურთ, იმეგობრონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს განვითარებაში. მხარს ნუ დაუჭერენ სისტემური დანაშაულის ჩამდენ პირებს. მათი მხრიდან უხეშ და უსამართლო განცხადებას ვისმენთ, რაც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის. გადაიკითხონ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. მათი განცხადება არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აბუჩად აგდება. არავის აქვს უფლება, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს. თუ მათ სურთ, კონკრეტული პარტიული ინტერესით ვინმეს მხარი დაუჭირონ, ეს მათი უფლებაა, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ მიიღებს და ვერ შეეგუება ვერცერთი ისეთი ევროპელი კოლეგის განცხადებას, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. მზად ვართ, მეგობრობისთვის, მაგრამ ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.