ანრი ოხანაშვილი - ამორალურია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მით უმეტეს, ქალაქის მერზე ბრალდებები
ამორალურია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მით უმეტეს, ქალაქის მერზე ბრალდებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერს უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება ყველ იმ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მას დაგეგმილი აქვს სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების კიდევ უფრო დახვეწისთვის.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოჯახებმა და მთელმა საზოგადოებამ დიდი დანაკარგი განიცადა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ამორალურია ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მით უმეტეს, ქალაქის მერზე ბრალდებები. გასულ წელს სწორედ ის იყო მშენებლობის სფეროში სტანდარტების გამკაცრების ინიციატორი, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
თბილისის მერს ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველ იმ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მას დაგეგმილი აქვს სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების კიდევ უფრო დახვეწისთვის, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოდ ცხოვრება ჩვენი მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.