ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა მისასალმებელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა მისასალმებელია.
როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც მიზნად ისახავს დესტრუქციაზე უარის თქმას და ორიენტირებულია საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობაზე.
„პარლამენტის წევრის უპირველესი მოვალეობაა საპარლამენტო საქმიანობის წარმართვა, მათ მანდატი სწორედ ამიტომ აქვთ მინიჭებული. ვისურვებ, რომ „ლელო“ შინაარსობრივ საკითხებში ჩაერთოს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.