ანრი ოხანაშვილი - 2020 წლის არჩევნების მოგების შემდეგ გამოგვიცხადეს, თითქოს ეს იყო პოლარიზაცია, კრიზისი, ნაცნობი სცენარია, ყველა სცენარისთვის მზად ვართ და ყველაფერს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დამაჯერებლად მოგების შემდეგ გამოგვიცხადეს, თითქოს ეს იყო პოლარიზაცია და კრიზისი. ეს ჩვენთვის ნაცნობი სცენარია, ყველა სცენარისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილს კითხვა დაუსვეს ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ დაკავშირებით, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში“.
„ყველა სცენარი გათვლილი გვაქვს, ყველაფერს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს საზოგადოების აბსოლუტური მხარდაჭერა და ჩვენი სიმართლე, რასაც 12 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა სტატიები აქვეყნონ, კიდევ ბევრ განცხადებას მოვისმენთ. ეს არის უპრეცედენტო ჩარევა უცხოელების მხრიდან საქართველოს საქმეებში. უცხოელები გვკარნახობენ, თურმე ქართველმა ხალხმა რა უნდა გადაწყვიტოს. ყველას პატივს ვცემთ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები აინტერესებს. ისე არა, რომ აქ ვინმე ჩამოვიდეს და გვითხრას, რომ ჩვენზე მაგარი ქართველები არიან და ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ჩვენს ქვეყანაზე. ეს ასე არ არის, ამას არავინ დაიჯერებს. ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ეს სცენარი იქნება გამარჯვების შემდეგ – საზოგადოების ინტერესებს მოვემსახურებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.