ბექა მიქელთაძემ კვიპროსის თასზე თავი გოლით გამოიჩინა, მაგრამ გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კვიპროსის თასის მეორე ეტაპის საშინაო შეხვედრაში პარალიმნის „ენოსისის“ კარი 27-ე წუთზე აიღო და გუნდი 2:1 დააწინაურა. მაგრამ სტუმრებმა მატჩის ბოლომდე მასპინძლებს ორჯერ გაუტანეს და 3:2 მოიგეს.
მიქელთაძე „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო შეუცვლელად ითამაშა. სასტარტოში დაიწყო ნიკა კაჭარავამაც, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. „ენოსისში“ კი შეუცვლელად ირაკლი მაისურაძემ ითამაშა, რომელსაც თემურ ქეცბაიას დროს საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ.
თასის განმეორებითი შეხვედრა 23 იანვარს პარალიმნში გაიმართება. მიქელთაძემ კვიპროსში სულ 3 გოლი გაიტანა – ჩემპიონატში და ერთი – თასზე.