„ანორთოსისს" ქართველის გოლმა ვერ უშველა
„ანორთოსისს" ქართველის გოლმა ვერ უშველა

ბექა მიქელთაძემ კვიპროსის თასზე თავი გოლით გამოიჩინა, მაგრამ გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კვიპროსის თასის მეორე ეტაპის საშინაო შეხვედრაში პარალიმნის „ენოსისის“ კარი 27-ე წუთზე აიღო და გუნდი 2:1 დააწინაურა. მაგრამ სტუმრებმა მატჩის ბოლომდე მასპინძლებს ორჯერ გაუტანეს და 3:2 მოიგეს.

მიქელთაძე „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო შეუცვლელად ითამაშა. სასტარტოში დაიწყო ნიკა კაჭარავამაც, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. „ენოსისში“ კი შეუცვლელად ირაკლი მაისურაძემ ითამაშა, რომელსაც თემურ ქეცბაიას დროს საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ.

თასის განმეორებითი შეხვედრა 23 იანვარს პარალიმნში გაიმართება. მიქელთაძემ კვიპროსში სულ 3 გოლი გაიტანა – ჩემპიონატში და ერთი – თასზე.