საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ განცხადება გაავრცელა – კლუბის ცნობით, ჯერ სასურველი შემოთავაზება არ მიუღიათ.
ნიკა კაჭარავას შესახებ კომენტარი ფამაგუსტას კლუბის პრესსამსახურის უფროსმა, სავას პიკულასმა გააკეთა.
„მოლაპარაკება ყველა ფეხბურთელის შესახებ არის შესაძლებელი. თუ იქნება წინადადებები, რომელის „ანორთოსისს“ ფინანსურად დააკმაყოფილებს, კლუბი ტრანსფერს არ შეეწინააღმდეგება. მაგრამ კაჭარავას თაობაზე ჯერ კონკრეტული არაფერია,“ – აცხადებს „ანორთოსისის“ პრესსამსახურის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა „ფიოლნიუსის“ ცნობით, შესაძლოა, თემურ ქეცბაია და ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიკა კაჭარავს შეელიოს, რადგან საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელით ბელგიური კლუბი „სენ-ტრუიდენი“ დაინტერესდა. ცნობილია, რომ ნიკა კაჭარავათი დაინტერესებულმა კლუბს კვიპროსელებს 500 000 ევრო უნდა გადაუხადოს.