„ანორთოსისის“ უხილავი ქართველი - კვიპროსში ნინუას გამოჯანმრთელებას ელიან #1TVSPORT
„ანორთოსისის“ უხილავი ქართველი - კვიპროსში ნინუას გამოჯანმრთელებას ელიან #1TVSPORT

ნიკა ნინუა ისევ მოექცა კვიპროსული მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც თემურ ქეცბაიამ „პაფოსის“ დამარცხების შემდეგ 22 წლის ქართველ ნახევარმცველზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„მოთამაშე გუნდში რომ ირიცხება, ეს არ ნიშნავს, რომ მათ „ანორთოსისში“ 15 წუთს აუცილებლად დავუთმობთ. რომ დრო მივცე, უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია გუნდის დახმარება. ნიკას კუნთების პრობლემა აქვს და სიტუაციის გამწვავება არ გვინდოდა“, – განაცხადა ქეცბაიამ.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქართველს რთული პერიოდი უდგას და ამ პრობლემის გადასალახად პრობლემების დაძლევა მოუწევს. კვიპროსული გამოცემა 24sports.com ამტკიცებს, რომ ნინუათი ჯერ კმაყოფილები არ არიან, რადგან ჯერ ტრავმებს ვერ მოერია.

„ქეცბაიას სიტყვებიდან ადვილი გასაგებია, რომ „ანორთოსისში“ ქართველი ნახევარმცველის ყოფნით კმაყოფილი არავინაა და ეს მისმა თანამემამულე მწვრთნელმა საჯარო გამოსვლაშიც ნათლად განაცხადა. ამ სეზონში ნინუამ შეცვლაზე ითამაშა „ეთნიკოსისა“ და „დოქსას“ წინააღმდეგ, ხოლო ძირითად შემადგენლობაში – „არისთან“ და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

მონაწილეობის საერთო დრო 85 წუთია. გარდა „პაფოსთან“ გასული თამაშისა, რომელშიც განაცხადშიც არ შედიოდა, სკამზე უთამაშებლად იჯდა. ნინუას გადაყვანას „ანორთოსისი“ სალონიკის პაოკ-იდან გასული წლის იანვრიდან ცდილობდა, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეძლო ბერძნული კლუბიდან იჯარით დამატება.

მას აქვს კარგი თვისებები, მაგრამ ეს ჩვენს კუნძულზე ვერ აჩვენა. იმის გამო, რომ ფამაგუსტელებს ბევრი თამაში ექნებათ, სიაში შემავალ ყველა მოთამაშეს მაქსიმუმის გაცემა მოუწევს. ეს ქართველებსაც ეხება. თუმცა პირველ რიგში, ის სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს კუნთის ტრავმისგან და მოედანზე თავისი ღირსება დაამტკიცოს“, – წერს კვიპროსული გამოცვემა 24sports.com.