„ანორთოსისი“ ფინალურ ექვსეულში ვერ მოხვდა - ლორიას გუნდი დარჩენისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
„ანორთოსისი“ ფინალურ ექვსეულში ვერ მოხვდა - ლორიას გუნდი დარჩენისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ლორიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „არისთან“ 0:2 დამარცხდა და რეგულარული სეზონი წარუმატებლად დაასრულა.

პირველი დივიზიონის 26-ე ტურის მატჩი ფამაგუსტელებმა გასვლაზე გამართეს. „არისთან“ გიორგი ლორია კარში იდგა და შეუცვლელად ითამაშა, ავთო ებრალიძე კი ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა.

„არისი“ 27-ე წუთზე ბოაკემ დააწინაურა – ლორიამ ბურთი მოიგერია, „არისის“ მოთამაშემ კი საჯარიმოს გარედან ბურთი თავზე გადაუგდო. „ანორთოსისის“ კარი მეორედ (64-ე წუთზე) მეკარესთან პირისპირ გასულმა მაიამბელამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რეგულარული სეზონი „ანორთოსისმა“ მე-9 ადგილზე დაასრულა და იმ რვა გუნდში მოხვდა, რომელიც პირველ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.