ბალკანეთის ქვეყნებში მიმდინარე კვირაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ხორვატიაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევს.
სიცხის გამო სერბეთში, ჩრდილოეთ პროვინცია ვოევოდინაში ისტორიაში პირველად დაშრა მარილის ტბა რუსანდა, რომელიც სამკურნალო ტალახითაა ცნობილი.
სერბეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა ძლიერი სიცხის გამო ათ მუნიციპალიტეტში სახიფათო მდგომარეობა გამოაცხადა. 16 ივლისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ყველაზე ცხელი დღე იყო – ჰაერის ტემპერატურამ 38,4 გრადუსს მიაღწია. ადრიატიკის ზღვაში წყლის ტემპერატურა რეკორდულად მაღალი, 29,5 გრადუსი იყო.