ანკარაში, ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ინციდენტი დღეს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:50 საათზე მოხდა. სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი დაცვის თანამშრომელმა გახსნა. მან სკოლის დირექტორი დაჭრა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. დაცვის თანამშრომლის მიერ ცეცხლის გახსნას მასსა და დირექტორს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თავდამსხმელის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.