ანკარაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ანკარას მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა თურქეთის დედაქალაქში გუშინ საღამოს დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალია. ერთ-ერთი დაიხრჩო, მეორეს კი პანიკის დროს გულის შეტევა დაემართა.
წყალდიდობის შედეგად ანკარას ქუჩები დაიტბორა. ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეუძლებელი იყო.