ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები დააკავეს
ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები დააკავეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ოცი უცხოელი დააკავეს.

ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქული მედია ამ ეტაპზე არ ავრცელებს ცნობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები. ცნობილია, რომ ისინი ადგილობრივი პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის წევრებმა აიყვანეს.