ანკარაში, შსს-ს შენობასთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს
ანკარაში, შსს-ს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს. ქურთი მებრძოლების განცხადებაში, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, აღნიშნულია, რომ თავდასხმა „უკვდავთა ბრიგადასთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა განახორციელეს.
ქურთების განცხადებით, თავდასხმა გეგმის მიხედვით წარიმართა, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას მალავს. ქურთების განცხადების თანახმად, „თავდასხმა განზრახ განხორცილდა პარლამენტის სხდომის დაწყებამდე, რაც კონკრეტული უწყებებისთვის შეტყობინების გაგზავნას ისახავდა მიზნად, სხვა შემთხვევაში, შედეგი განსხვავებული იქნებოდა“.
ქურთები თურქეთის ხელისუფლებას ციხეებში ქურთების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებასა და ქურთებზე ზეწოლაში სდებენ ბრალს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ თურქეთი მსგავს მოქმედებს არ შეწყვეტს, ქურთები თავდასხმებს გააგრძელებენ.