ანკარაში, რაკეტების ქარხანაში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ანკარაში, რაკეტების ქარხანაში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქება თურქეთის დედაქალაქის ელმადაგის რაიონში მოხდა.
დაღუპულები ქარხანაში დასაქმებული პირები არიან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქება ხანძრის შედეგად მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.