თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მდებარე ირანის საელჩოდან ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი შენობაში თვითმკვლელი ტერორისტის შესაძლო ყოფნაზე მიღებული შეტყობინება გახდა.
თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ირანის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები შენობიდან გაიყვანეს. მიმდებარე ტერიტორიაზე კი, კორდონი აღმართეს.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.