ანკარაში ბელარუსი დიპლომატი ცეცხლსასროლი იარაღით მეზობელმა დაჭრა, რომელმაც მოგვიანებით თავი მოიკლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ალექსანდერ პოგანშევი შვილთან ერთად სეირნობდა, რა დროსაც მას თავს მეზობელი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა.
დიპლომატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო.