ანკარაში ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიაზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ სტამბოლის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა
ანკარაში ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიაზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ სტამბოლის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, სტამბოლისა და საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებში შესასვლელებსა და გასასვლელებში ამოწმებენ მანქანებს, გამკაცრდა მგზავრებისა და ბარგის შემოწმება.
საბიჰა გიოქჩენის აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს აფრთხილებს, რომ ფრენამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე გამოცხადდნენ ადგილზე, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი შემოწმების გამო რეისზე დაგვიანება.