ანკარას დაინტერესების შემთხვევაში, რუსეთი მზადაა თურქეთში „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები განათავსოს
ანკარას დაინტერესების შემთხვევაში, რუსეთი მზადაა თურქეთში „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები განათავსოს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.
„თუ ჩვენი თურქი კოლეგები გამოხატავენ სურვილს, ჩვენ მზად ვართ შევიმუშაოთ „სუ-35“-ის მიწოდების გეგმა“, – განაცხადა სერგეი ჩემეზოვმა.
ასევე, მოსკოვში ამბობენ, რომ თუ თურქეთი „ეფ-35“-ის პროგრამაში მონაწილეობას დაასრულებს, რუსეთმა თურქეთს შესაძლოა „სუ-57“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები მიჰყიდოს.
17 ივლისს ვაშინგტონში განაცხადეს, რომ თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის შეძენა, „ეფ-35“-ის პროგრამაში თურქეთის მონაწილეობას შეუძლებელს ხდის.