ანკარა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გრძელდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ თურქ მაღალჩინოსნებს ამერიკელი პასტორის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა.
პასტორი ენდრიუ ბრანსონი თურქეთში მცხოვრები წარმოშობით ამერიკელია. ის გასული წლის ოქტომბერში თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში, ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის მიზეზით დააკავა.
გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.