ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გადაწყვეტილება სწორი იყო
ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გადაწყვეტილება სწორი იყო

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სწორი იყო. ინფორმაციას PAP-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პოლონეთის მთავრობამ შეინარჩუნა აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის პოლონურ ბაზარზე გაყიდვაზე. თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მაქსიმალური ტრანზიტი იყოს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ანჯეი დუდამ განაცხადა: „პოლონელი ფერმერები უზრუნველყოფენ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ამისთვის ვერასოდეს გამოვხატავთ საკმარის მადლიერებას“.

მისი თქმით, უკრაინულმა მარცვლეულმა არ მიაღწია იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდებოდათ, მაგრამ ისეთ ბაზრებზე აღმოჩნდა, როგორიც არის პოლონეთი.

„პოლონეთის მთავრობას მოუწია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა პოლონელი ფერმერების მხარდასაჭერად, ჩვენი ბაზრისა და სოფლის მეურნეობის დასაცავად“, – აღნიშნა დუდამ.