ანჯეი დუდამ კვლავ მოუწოდა გერმანიას, მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალი აანაზღაუროს
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კვლავ მოუწოდა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ.
„პატიება და ბრალის აღიარება ერთია, ზარალის ანაზღაურება კი – სხვა წლისთავზე… და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია, უკვე 80 წელია, თუ მეორე მსოფლიო ომის წლებს ჩავთვლით“, – განაცხადა დუდამ ქალაქ ველუნში, ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის 85-ე წლისთავზე.
ველუნი იყო ერთ-ერთი პირველი პოლონური დასახლება, რომელიც ჰიტლერის ავიაციამ დაბომბა მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1 200 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ომის წლებში პოლონეთში სულ დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა კი თითქმის მთლიანად განადგურდა.
დონალდ ტუსკის მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ, რომელმაც ნაციონალ-კონსერვატორები შეცვალა, რეპარაციების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნა.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში გამართული გერმანულ-პოლონური სამთავრობო კონსულტაციების დროს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია პოლონეთში გერმანულ ოკუპაციას გადარჩენილებს დახმარება.
შოლცის თქმით, გერმანია „აღიარებს თავისი დანაშაულის სიმძიმეს“. მან აღნიშნა, რომ ბერლინი კვლავ მისდევს ისტორიული პასუხისმგებლობის პრინციპს. თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ფინანსური დახმარება რამდენიმე თვეში უნდა გაიცეს. პოლიტიკოსებმა არ დააკონკრეტეს, რა მოცულობის იქნება კომპენსაცია, რომელსაც დაახლოებით 40 ათასი პოლონელი მიიღებს.
პოლონეთის წინა, კონსერვატიული მთავრობა ბერლინისგან რეპარაციების სახით 1.3 ტრილიონ ევროს ითხოვდა.