ანჯეი დუდა - ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში უკრაინა ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება
ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელიწადში უკრაინა ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
„ერბეკა უკრაინას“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ალიანსში უკრაინის წევრობას უკავშირდებოდა, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებას არასაკმარისად მიიჩნევს.
უკრაინული მედია წერს, რომ ანჯეი დუდას კონკრეტულ ვადებზე არ უსაუბრია.