პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ჩავიდა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, ლიდერების საუბრის მთავარი თემა უკრაინის სამხედრო დახმარება, ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.