ანჯეი დუდა - თავისუფალი ბელარუსის ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა გახდეს ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტი
ანჯეი დუდა - თავისუფალი ბელარუსის ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა გახდეს ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტი

თავისუფალი ბელარუსის ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა გახდეს ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ დებატებზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა ლუკაშენკოს რეჟიმზე და ვიბრძოლოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად. თავისუფალი ბელარუსის ჩვენს ევროპულ ოჯახთან შეერთება უნდა დარჩეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად“, – აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის საბჭოს როლი მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების დასახმარებლად.