ანჯეი დუდა - შეუძლებელია, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით უკრაინის გარეშე გაფორმდეს რაიმე შეთანხმება
ანჯეი დუდა - შეუძლებელია, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით უკრაინის გარეშე გაფორმდეს რაიმე შეთანხმება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინა აუცილებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას საკუთარი მომავლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„შეუძლებელია, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება უკრაინის გარეშე გაფორმდეს“, – აღნიშნა დუდამ მედიასთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ამისთვის პოლონეთმა უნდა იბრძოლოს.

ანჯეი დუდას თქმით, ამ საკითხში პოლონეთი ეყრდნობა საკუთარ რთულ ისტორიულ გამოცდილებას, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შეთანხმებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ თუ არ ვიბრძოლებთ, რომ უკრაინა დღეს იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ასეთი პრაქტიკა, შეიძლება, მომავალშიც განმეორდეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასეთი რამ აღარასდროს  მოხდეს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.