ანჯეი დუდა - საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრება ალიანსის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო
საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრება ალიანსის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო, – ეს განცხადება ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გააკეთა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი პოლონეთისთვის და ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
„ჩვენი მიზანია, ნატო იყოს ძლიერი და ერთიანი. ნატო-ს მთავარი მიღწევა ბოლო წლებში იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა, შედეგ კი, 2014 წელს უკრაინაში. ამის შემდეგ ნატო-მ გააძლიერა წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.