საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, – ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
„მიხარია, რომ ხვალ შევხდებით ჩვენს მეგობრებს საქართველოდან და უკრაინიდან. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ისინი ჩვენს ევროატლანტიკურ საზოგადოებას შემოუერთდებიან“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.