ანჯეი დუდა - სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა, კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი შემაშფოთებელი ვითარება განიხილა.
ამის შესახებ დუდა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ახლახან სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“,- წერს დუდა.