ანჯეი დუდა - პუტინის გეგმა ფართო კონტექსტში მოიცავს სხვა წესრიგის მშენებლობას, რაც დაფუძნებულია ჩვენ საწინააღმდეგო ღირებულებებზე, ასეთ სამყაროში დემოკრატია ცარიელ ცნებად იქცევა
ანჯეი დუდა - პუტინის გეგმა ფართო კონტექსტში მოიცავს სხვა წესრიგის მშენებლობას, რაც დაფუძნებულია ჩვენ საწინააღმდეგო ღირებულებებზე, ასეთ სამყაროში დემოკრატია ცარიელ ცნებად იქცევა

დეკლარაცია, რომლის მიღებას აქ ვაპირებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს ჩვენს ერთობლივ პასუხისმგებლობას და მონდომებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, უკრაინაში შეჭრით რუსეთს მხოლოდ ქვეყნის განადგურება არ სურს, მას ასევე სურს იმ ღირებულებების გადახედვა, რაც ევროპის საბჭოს საფუძველს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, რეიკიავიკის სამიტი იმართება მაშინ, როდესაც ძველ კონტინენტზე, ტოტალიტარული რეჟიმების დაცემის შემდეგ, დემოკრატიულ ღირებულებებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მიმდინარეობს. უკრაინაში შეჭრით რუსეთს მხოლოდ ქვეყნის განადგურება არ სურს, მას ასევე სურს იმ ღირებულებების გადახედვა, რომლებიც ევროპის საბჭოს საფუძველს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ პუტინის გეგმა უფრო ფართო კონტექსტში მოიცავს სხვა წესრიგის მშენებლობას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საწინააღმდეგო ღირებულებებზე. ასეთ სამყაროში დემოკრატია ცარიელ ცნებად იქცევა.

დღეს ჩვენ კრიტიკულ მომენტში ვიკრიბებით, როდესაც რუსეთი – ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ლუკაშენკოსთან ერთად თავს ესხმის მთელ თავისუფალ სამყაროს. ჩვენ ამას არ უნდა დავემორჩილოთ. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები და ერთიანები უნდა ვიყოთ. გამოვიყენოთ ეს მომენტი ჩვენი იდენტობისა და ერთიანობის გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ, დეკლარაცია, რომლის მიღებასაც აქ ვაპირებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადასტურებს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ერთობლივ პასუხისმგებლობას და მონდომებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა დუდამ.