ანჯეი დუდა - პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში პროგრესი უნდა მოხდეს, თუმცა არა შანტაჟის გზით
პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში უნდა მოხდეს პროგრესი, თუმცა არა შანტაჟის გზით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზეა, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მცირეხნიანი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
დუდას თქმით, ლიდერებმა მოკლედ ისაუბრეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, თუმცა ვოლინის ტრაგედიაზე საუბარი არ ყოფილა.
ამავე დროს, ანჯეი დუდა აღნიშნავს, რომ ადრე არაერთხელ განიხილა ეს საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დასრულებამდე იქნება რაღაც პროგრესი ამ საკითხში. მეორე მხრივ, არ მინდა, ეს მოხდეს შანტაჟის გზით, რომელიც, ჩემი აზრით, კარგ შედეგებს არ მოიტანს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს სხვა გზით და არა უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის ბლოკირების მუქარით.
„უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის ბლოკირება არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაესხა პუტინი თავს უკრაინას. ამიტომ, უკრაინასთან ურთიერთობებში ამგვარად ჩაწერ, გარკვეულწილად, პუტინის გზით სიარულს ნიშნავს” – თქვა პრეზიდენტმა