ანჯეი დუდა - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმედოვნებ, ერთ დღეს გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-ს ალიანსი იყოს ძლიერი, ერთიანი.
მისივე თქმით, ნატო-მ მხარი უნდა დაუჭიროს მოკავშირეებს, რომლებიც ჯერ არ არიან ალიანსის წევრები.
„უკრაინის სიტუაცია აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს ალიანსი იყოს ძლიერი, ერთიანი და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მოკავშირეებს, რომლებიც ჯერ არ არიან ნატო-ს წევრები. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ერთ დღეს საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.