ანჯეი დუდა - მე მაქვს ერთი გზავნილი, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი
ყველა პოლონელი, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გავწიოთ ჩვენი თავდაცვისთვის, რომ გავზარდოთ სამხედრო შესაძლებელობები, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, პოლონეთი უკრაინის მეზლობელია, ახლა რუსეთი შეჭრილია უკრაინაში და მიმდინარეობს საშინელი ომი.
„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ მილიონობით უკრაინელი ლტოვლილი გვყავს პოლონეთში. ყველა პოლონელი, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გავწიოთ ჩვენი თავდაცვისთვის, რომ გავზარდოთ სამხედრო შესაძლებელობები. ეს არის გადამწყვეტი დღეს და ამიტომ მივიღეთ შესაბამისი გადაყევტილება. მე მაქვს ერთი გზავნილი. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.