ანჯეი დუდა - გვჯერა, ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს, აღვნიშნეთ ქვეყნები, რომლებსაც, ჩვენი ვარაუდით, მიიღებენ ევროკავშირში, უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ვიმედოვნებთ, საქართველოც
ევროკავშირის კარი ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კრაკოვში ევროკავშირის 10 ქვეყნის პრეზიდენტების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, შეხვედრაზე განიხილებოდა ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის გაფართოება.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი წევრების ევროკავშირში გაწევრიანება, ასე რომ, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს. ჩვენ აღვნიშნეთ ის ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი ვარაუდით, პირველ რიგში მიიღებენ ევროკავშირში, ეს არის, უპირველეს ყოვლისა უკრაინა, ასევე მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
დუდას თქმით, მან ევროპული ქვეყნების პრეზიდენტს ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო. პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2025 წლის იანვრიდან გახდება.
„არაერთხელ წამოვაყენეთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის საკითხი. არაერთხელ წამოვაყენეთ ის, თუ როგორ ვიმოქმედოთ, რომ უკრაინა არამხოლოდ გადაურჩეს რუსეთის საშინელ შეტევას, არამედ, რომ შესაძლებელი იყოს უკრაინის ევროკავშირში რაც შეიძლება მალე მიღება. მე გადავეცი პრეზიდენტებს ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროკავშირსა და აშშ-ს შორის კავშირების, ანუ ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება“, – განაცხადა დუდამ.