ანჯეი დუდა - განცვიფრებული ვარ ევროპელი ლიდერების პუტინთან მოლაპარაკებებით, ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ, ჰიტლერი არ დავამციროთ? მე ასეთი არაფერი გამიგია
განცვიფრებული ვარ იმ მოლაპარაკებებით, რომელსაც ევროპელი ლიდერები პუტინთან მართავენ, ეს მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დუდამ რუსეთის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და მოუწოდა, შეწყვიტონ დიალოგი პუტინთან, რადგანაც ეს აზრს მოკლებულია.
„მე განცვიფრებული ვარ იმ მოლაპარაკებებით, რომელსაც ევროპელი ლიდერები პუტინთან მართავენ. მათ შორის კანცლერი შოლცი, ემანუელ მაკრონი. ეს მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია. ისინი მხოლოდ ახდენენ იმ პიროვნების ლეგიტიმაციას, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე. მან მიიღო ამ ჯარი უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება. სამხედრო მეთაურები პუტინს ემორჩილებიან. მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰილტერს? ვინმემ თქვა რომ ჰიტლერს სახე უნდა შევუნარჩუნოთ? ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ, ჰიტლერი არ დავამციროთ? მე ასეთი არაფერი გამიგია“, – განაცხადა დუდამ.