ანჯეი დუდა - ევროკავშირში ჩვენი ყოფნა არის პოლონეთის არსებობის საფუძველი, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ერების ევროპას, სამშობლოების ევროპას
ევროკავშირში ჩვენი ყოფნა არის პოლონეთის არსებობის საფუძველი, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ერების ევროპას, სამშობლოების ევროპას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში ყოველდღიურად მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა ცალკეული ქვეყნების ინტერესებისთვის და ამ ინტერესების ეფექტური დაცვაა საჭირო.
„ევროკავშირში ჩვენი ყოფნის 20 წელი დიდი წარმატებაა თითოეული ჩვენგანისთვის. ათასობით ინვესტიცია, ევროპული ფონდების შესანიშნავი გამოყენება, პოლონური კომპანიების გაფართოება ევროპაში. უბრალოდ, დააკვირდით, როგორ შეიცვალა პოლონეთი ამ დროის განმავლობაში. ჩვენ შესანიშნავად გამოვიყენეთ ეს პერიოდი. პოლონეთი და ევროკავშირი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით, მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ მათ. ევროკავშირში ყოფნისას ჩვენ შეგვიძლია გავლენის მოხდენა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. ჩვენს ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ევროკავშირში ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა პოლონური საკითხებისთვის“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს არის დიდი კამათი ევროკავშირის სამომავლო ფორმასთან დაკავშირებით.
„არსებობს ფედერალიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციები და საუბარია ხელშეკრულებებში ცვლილებებზე, რომლებიც შეზღუდავს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს. ჩვენი ყოფნა ევროკავშირში არის პოლონეთის არსებობის საფუძველი, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ერების ევროპას, სამშობლოების ევროპას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.